07:26 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 19:51:29, 1358 ნახვა

მსოფლიო
დანილოვი - უკრაინის ოლიგარქთა რეესტრში ჯერ არცერთი სახელი არ არის შეტანილი

უკრაინის ოლიგარქთა რეესტრში ჯერ არცერთი სახელი არ არის შეტანილი, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოლიგარქთა სიაში შესაყვანი კანდიდატების სია, რომელიც გასულ წელს 86 სახელს ითვლიდა, აღნიშნული პირების შემდგომი შემოწმების შედეგად შემცირდა.

„დღეის მდგომარეობით, ოლიგარქთა რეესტრში არცერთი ადამიანი არ არის შეყვანილი. გარკვეული პირების [ოლიგარქთა რეესტრში] შეყვანა საპასუხისმგებლო საქმეა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

მაგრამ ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ და დღეს ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა დაემართა გარკვეულ აქტივებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. რა ელოდება ამა თუ იმ აქტივს, რომელიც დაბომბვის ქვეშაა“, - განაცხადა დანილოვმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics