07:22 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 23:33:12, 1310 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთში უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე 40 ქვყეყნის მონაწილეობით, შეხვედრა დაიწყო

ჯიდას პორტში (საუდის არაბეთი) დაიწყო ორდღიანი სამიტი უკრაინული მშვიდობის ფორმულის განხორციელების შესახებ.

ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება.

უკრაინამ და საუდის არაბეთმა მოლაპარაკებებზე 40-მდე ქვეყნის დიპლომატები მიიწვიეს. მათ შორისაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ნავთობით მდიდარი ქვეყანა.

უპირველეს ყოვლისა, საუბარია ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ სახელმწიფოებზე, რომლებიც ომის დროს ცდილობდნენ ურთიერთობის შენარჩუნებას როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

შეხვედრის მთავარი მიზანია დაარწმუნოს ისინი, დაიკავონ უკრაინის მხარე და მიიღონ ვლადიმერ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა, რომელიც შედგება 10 პუნქტისგან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს.

The New York Times-ის ანალიტიკოსები ამ შეხვედრას აღიქვამენ, როგორც კიევის ახალ მცდელობას მოიპოვოს ათობით ქვეყნის მხარდაჭერა, რაც იქნება უფრო ფართო კამპანიის დასაწყისი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დასუსტებას უახლოეს თვეებში.

საუდის არაბეთის გვირგვინის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრაზე არაბული ლიგის სამიტზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics