|
2023-08-04 20:04:13, 1633 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - ბახმუტის მიმართულებით მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს
ბახმუტის მიმართულებით მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს და მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. როგორც მალიარი აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებენ. "მძიმე ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით. სამხრეთ ფლანგზე ჩვენი ჯარები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან, მაგრამ წინსვლას აგრძელებენ. მტერი ჩრდილოეთ ფლანგზე გვიტევს, თუმცა ჩვენ თავდასხმებს ვიგერიებთ. მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს. ამასთან, აღმოსავლეთით მტერი ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით გვიტევს. იქ სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენი დამცველები მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ", - განაცხადა მალიარმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)