08:07 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 11:32:35, 1026 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ბრიანსკის ოლქში პოლიციის შენობაზე დრონით შეტევა განხორციელდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, ტრუბჩევსკის რაიონში შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრ ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოგომაზის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ტრუბჩევსკის რაიონს. უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს სამხარეო პოლიციის შენობაზე. დაზიანებულია სახურავი და ფანჯრები",- წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ადგილზე ამ წუთებში ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. 

უკრაინას აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics