08:06 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 17:40:17, 1765 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - პუტინი მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე აყენებს, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს

რუსეთის პრეზიდენტი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს "მარცვლეულის შეთანხმების" დაბლოკვით. ის არის ადამიანი, რომელიც აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ Global News-თან ვიდეოინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო კანონს პატივს არ სცემს.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება გამოიწვევს რუსულ მარცვლეულზე ფასების ზრდას, რაც შესაბამისად, რუსეთს დამატებითი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს.

"ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს აგროინდუსტრიული პროდუქტის მიწოდებით. და მისთვის ეს არის ზეწოლა. პირველ რიგში, ეს არის ფული",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, "მარცვლეულის შეთანხების" შეჩერებამ, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics