|
2015-02-10 11:03:16, 1269 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციის წევრებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი იშტვან მიკოლა, უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი დახვდნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდება. ორმხრივი დიალოგის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერისთან. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)