|
2023-07-26 09:23:51, 1508 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დახმარების პაკეტში მოიცავს:
გარდა ამისა, სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის TOW-ის ტიპის რაკეტები, Hornet-ის უპილოტო საჰაერო სისტემები, Hydra-70-ის საზენიტო რაკეტები, "ტაქტიკური საჰაერო ნავიგაციის სისტემები", ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გადალახვისთვის, 28 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე იარაღისთვის, ყუმბარები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმოგრაფიული სისტემები, სათადარიგო ნაწილები და სასწავლო საბრძოლო მასალა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც უკრაინას გადაეცემა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ამასთან, გუშინ, 25 ივლისს ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)