|
2023-07-25 09:21:25, 1160 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ ბიზნეს დიალოგი - გაზარდე შენი ბიზნესი
"ლიბერთი" "გაზარდე შენი ბიზნესი" კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. "ბიზნეს დიალოგის" სპიკერებმა, "ლიბერთის", სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) და სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებმა, სამეგრელოს რეგიონში დასაქმებულ აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის დღეისათვის არსებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. "ბიზნეს დიალოგის" არსებულ ფორმატს სიახლე დაემატა, "ლიბერთის" ხელშეწყობით, აგრო სექტორში დასაქმებულმა მცირე მეწარმეებმა, სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და რეგიონში ასებული პოტენციალი გააცნეს ბიზნეს პარტნიორებს. "ლიბერთი" "ბიზნეს დიალოგის" შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გააგრძელებს.
"ლიბერთის" ინიციატივა "ბიზნეს დიალოგი" - გაზარდე შენი ბიზნესი, წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ვატარებთ შეხვედრებს აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ "ლიბერთის" შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს", - აცხადებს ვაჟა მენაბდე, "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. "სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აქტიურად თანამშრომლობს "ლიბერთისთან" და ბანკთან ერთად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ასევე, საკრედიტო-საგარანტიო სქემის გამოყენებით არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც დიალოგის ფორმატით, მცირე და საშუალო ბიზნესს, საბანკო შეთავაზებების პარალელურად ეფექტურად მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ", - ამბობს ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)