|
2023-07-23 13:50:38, 2005 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი ზელენსკის თხოვნით უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომას იწვევს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, ახლადშექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას იწვევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. სპიკერის თქმით, სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში განვითარებული "ბოლოდროინდელი მოვლენები და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირება" იქნება. "ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, მოიწვიოს ახლად შექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა. შეხვედრა ელჩების დონეზე ოთხშაბათს გაიმართება, რათა "კონსულტაციები გამართონ ბოლო მოვლენებზე და განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების საკითხი შავი ზღვის გავლით",- აცხადებს ოანა ლუნგესკუ. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა გაანადგურებს რუსულ გემებს, თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება", რომელიც გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა, მიმდინარე წლის 17 ივლისს შეაჩერა. შეთანხმების შეჩერების შემდეგ, 19 ივლისს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, "2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან, ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიდის, განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი. ის სახელმწიფოები, რომელთა დროშის ქვეშაც ასეთი გემები გადაადგილდებიან, განიხილებიან როგორც უკრაინის კონფლიქტში ჩართული მონაწილეები, კიევის რეჟიმის მხარეს". მოსკოვს 20 ივლისს უპასუხა უკრაინამ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩათვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდავად".
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)