|
2023-07-20 13:56:15, 1977 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში, დაბომბილი შენობის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, ცხედარი შენობის ნანგრევების ქვეშ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ოდესის რეგიონის პროკურატურის ინფორმაციით, ცხედარი დანგრეული ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის. "ძებნის დროს ადმინისტრაციული შენობის ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი ვიპოვეთ, წარსულში - დაცვის სამსახურის თანამშრომელი",- აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, რუსთმა ოდესის რეგიონი 20 ივლისს, გამთენიისას დაბომბა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 15 წლის ბიჭი. დაბომბვისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციის შენობა და საოფისე ფართი, საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, ლიცეუმი, საბავშვო ბაღი და მანქანები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)