20:22 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 13:56:29, 5389 ნახვა

Lifestyle
ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური ვიდეო – Satellite გამოუშვა

„ჰიუსტონ ჩვენ აქ ვართ და ჰარი სტაილსის ახალი მუსიკალური ვიდეო გვაქვს“. – წერს ბილბორდის ამერიკული გამოცემა ჰარის ახალი კლიპის შესახებ.

 29 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ოთხშაბათს სამ მაისს, სიმღერისთვის Satellite საინტერესო ვიდეო-კლიპი გამოსცა.

ჰარი სტაილისის რეჟისორობით და ობე პერისთან თანამშრომლობით შექმნილი კლიპის ვიზუალი, ანიმაციური ფილმის Wall-E-ის ინსპირაციაა.  მტვერსასრუტ-რობოტი, ვიდეო-კლიპში კონცერტის დროს სცენაზე აღმოჩნდება, თუმცა  მას ტერიტორიიდან   დაცვის თანამშრომელი გააძევებს.

თავგადასავლების ძიებაში რობოტი მოგზაურობას იწყებს და ფინალურ სცენარში ჰარი სტაილთან ერთად ვარსკვლავებს უცქერს.

ჰარი სტაილსმა ვიდეო-კლიპის გამოსვლა ორი დღის წინ დააანონსა.  Satellite 2022 წლის ალბომის Harry’s House-ის მეოთხე სინგლია, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი სიმღერების –  As It Was, Late Night Talking და Music For a Sushi Restaurant-ის შემდეგ გამოვა. 

პოპ-ვარსკვლავი ამჟამად ტურნეში სახელწოდებით love on tour-ში იმყოფება, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. 

ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ვიდეო-კლიპი Satellite:









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics