|
2023-07-17 09:26:11, 1674 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, მთელ ევროპას დავიცავთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, ქვეყანა რუსული ტერორისგან მთელი ევროპის დაცვას უზრუნველყოფს. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და მის დაცვაში სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება. "ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ არ არსებობს ისეთი რუსული რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ვერ ჩამოაგდებენ და როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება და ასეც იქნება, უკრაინა უზრუნველყოფს მთელი ევროპის რეალურ თავისუფლებასა და დაცვას. აქედან იწყება ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება, უკრაინის სუვერენიტეტი და ძალაუფლება. ჩვენი სახელმწიფო არასდროს დათმობს თავის სუვერენიტეტს. და ეს უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში. რაც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება მაინც შენარჩუნდება, ის მაინც გაიმარჯვებს. ყოველწლიურად უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა თავისუფალ ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ააშენონ უსაფრთხოება. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)