|
2023-07-12 15:29:40, 1221 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო, იდეალური იქნებოდა
ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო, იდეალური იქნებოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, ვილნიუსის სამიტიდან მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. "ჩვენ გვესმის, რომ ვიღაცას ახლა ეშინია ალიანსში ჩვენს წევრობაზე საუბარი, რადგან არავის სურს მსოფლიო ომის გაჩაღება. ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ და გვესმის, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, ნატოს წევრი ვერ ვიქნებით, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი სიგნალები გაისმა. ეს იყო სიგნალები იმაზე, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნებოდა და ეს ნდობა პირველად ისმის. ეს არ არის დამატებითი გარანტიები და ჩვენ არ გვაქვს რეალური იურიდიული გარანტიები, მაგრამ გვაქვს ფაქტობრივი გარანტიები, ფინანსური - სანქციების სახით",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს იმართება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსს გუშინ ეწვია. 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)