08:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 17:35:56, 1100 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ბევრ გადაწყვეტილებას მივიღებთ უფრო ძლიერი ალიანსისთვის - გავზრდით უკრაინის მხარდაჭერას

დღეს ბევრ გადაწყვეტილებას მივიღებთ კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.

ნატოს მეთაურის თქმით, ალიანსი უკრაინისთვის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გაზრდის და ქვეყანას ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებს.

„ჩვენ ასევე გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის იქნება ახალი გეგმები და ძალები ევროატლანტიკური ზონის თავდაცვისთვის",- თქვა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics