|
2023-07-07 23:52:25, 1424 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - ჩვენი თანამშრომლობა KIU-თან ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) თანამშრომლობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მის თქმით, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან. ასევე, სტუდენტები ჩაერთვებიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში. "ეს არის რეგიონში პირველი გადადგმული ნაბიჯი ქუთაისის აეროპორტისა და უნივერსიტეტის დაახლოების კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს უნდა ველოდოთ. აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კადრები რომლებიც ჩვენთან დასაქმდებიან იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის. თანამშრომლობის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. პირველ რიგში კი თანამშრომლობა მოიცა კვალიფიციური კადრების მოზიდვას. UAG-ს და KIU-ს შორის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს. ღონისძიებას KIU-ს სტუდენტები, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ფონდი ,,ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი დაესწრნენ, რომელმაც ცერემონიის შემდეგ ირაკლი ქარქაშაძეს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ფონდი ქართუ აფინანსებს.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)