|
2023-07-07 19:08:38, 1478 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - წელს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკება დავიწყოთ
წელს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ, იგივე ეხება NATO-ს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შორ მანძილზე მოქმედი შეაირაღების გარეშე რთულია, როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება, რადგანაც, ეს ნიშნავს, "რომ იცავ შენს მიწას და არ შეგიძლია კონკრეტულ დისტანციაზე მტერი გაანადგურო ან დაამარცხო". "წელს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ, იგივე ეხება NATO-ს. შორ მანძილზე მოქმედი შეაირაღების გარეშე რთულია არა მხოლოდ შეტევითი, არამედ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება. ეს ნიშნავს, რომ იცავ შენს მიწას და არ შეგიძლია კონკრეტულ დისტანციაზე მტერი გაანადგურო ან დაამარცხო. ამიტომ, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება მნიშვნელოვანია ჩვენი არმიისთვის არა მხოლოდ შეტევის, არამედ თავდაცვითი მოქმედებებისთვის. ეს არ არის ახალი ამბავი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)