21:57 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 13:17:09, 1253 ნახვა

ეკონომიკა
დღეის მონაცემებით, საქართველოდან 14.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

2023 წლის 1-ელი მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 2 346 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 766 ტონით (4.0-ჯერ), ხოლო ღირებულება - 10.7 მლნ აშშ დოლარით (3.9-ჯერ) გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 207.1 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), არაბთა გაერთიანებული საემიროებში (33.3 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (15.5 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (4.3 ტონა), კუვეიტში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.2 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენ ქვეყნებში (3.0 ტონა).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics