|
2023-06-16 18:21:19, 1669 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ვმუშაობთ ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი იქნება
ვმუშაობთ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა იქნება ნატოს წევრი სახელმწიფოების თანაბარი და სადაც გაიმართება კონსულტაციები საერთო უსაფრთხოების საკითხებზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უცნობია თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ, როდესაც დასრულდება საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მომავალ უსაფრთხოებას და გამორიცხავს ისტორიის განმეორებას. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით გავმართოთ ვილნიუსში. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო ათწლეულში უკრაინა დაუახლოვდა ნატოს და ვთანხმდებით, რომ ნატოს კარი ღიაა და უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ და ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ როცა დასრულდება საჭიროა გვქონდეს ჩარჩო , რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მომავალ უსაფრთხოებას და გამორიცხავს ისტორიის განმეორებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)