|
2015-02-09 17:29:14, 1380 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე შევჯერდებით
პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა 18 მარტს შედგება. ეს არის ის დრო, როდესაც მეც პარლამენტში ვარ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სასესიო კვირის განმავლობაში მე არ ვიქნები საქართველოში და მე მსურს, ვუმასპინძლო პრეზიდენტს. პრეზიდენტიც, ასევე, დაკავებულია სხვა დღეებში. რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს და სხვა დეტალებს, ჩვენ ამაზე შევჯერდებით მას შემდეგ, რაც შეიკრიბება პარლამენტი, იქნება კონსულტაციები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის და მოვემზადებით ამ დღის ღირსეულად ჩასატარებლად“,- აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მომდევნო პლენარული სხდომების კვირას პარლამენტი მიმდინარე დღის წესრიგის მიხედვით იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)