|
2023-06-16 11:44:25, 1501 ნახვა
ომი უკრაინაში
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა [ვიდეო]
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა უკრაინაში ჩავიდა. რამაფოსას კიევში, რკინიგზის სადგურზე უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მაქსიმ სუბხი და უკრაინაში სამხრეთ აფრიკის ელჩი დახვდნენ. როგორც პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი, რამაფოსა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია. "პრეზიდენტი რამაფოსა ბოლო კვირებში ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, BRICS-ის ქვეყნების ლიდერებსა და გაეროს გენერალურ მდივანს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის ხელშეწყობის მცდელობებთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის, როგორც არამოკავშირე სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად",- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)