|
2023-06-15 10:03:42, 1502 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის როლს უკვე ასრულებს
უკრაინა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის როლს უკვე ასრულებს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა, რომელიც იცავს "დემოკრატიულ, ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან", მოელის, რომ ვილნიუსის სამიტზე ნატო განმარტავს, როდის და როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. რეზნიკოვის თქმით, ევროპის დაცვა უკრაინისთვის "არ არის მხოლოდ აბსტრაქტული კონცეფცია". „ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით. ჩვენ უკვე შევაგროვეთ იარაღისა და აღჭურვილობის წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არსენალი... უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ახლა ცდილობენ, მიაღწიონ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოს ქვეყნებთან ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისთვის ნატოს სტანდარტების დანერგვით. ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ყველაფერი, რაც შედის უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში. ავაშენოთ ყველა პრაქტიკული რამ ისე, რომ ვილნიუსს ჰქონდეს მაქსიმალური სივრცე, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად",- ამბობს რეზნიკოვი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)