01:54 - 20 Aug, 2026
|
2023-06-14 10:45:02, 1934 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული. "სამწუხაროდ, უკვე 12 მსხვერპლია - 67 წლის მამაკაცი ღამით სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა",- წერს ვილკული. მისივე თქმით, კრივოი-როგში ნგრევის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ივნისს რუსმა ოპკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 36 ადამიანი, 12 საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)