|
2023-06-13 17:31:35, 1603 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ქვეყნების ფარდულები სავსეა იარაღით, რომელსაც არ იყენებენ, იარაღი გადავიტანოთ ბრძოლის ველზე, რათა აგრესორი „დავამშვიდოთ“
დღეს ბევრი ქვეყნის ფარდული სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის სჭირდებათ მათ ახლა ამდენი იარაღი საცავში? პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ჯობს ის იარაღი, რომელიც ევროპის ქვეყნების საცავებში ინახება, გადაეცეს უკრაინას, რათა რუსეთის შეჩერება უკრაინის ტერიტორიაზევე მოხდეს. "მოდი, დავარქვათ როგორც არის. რუსული აგრესია უკრაინაში გახდა შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის, რომ მომგებიანად გადაიარაღდნენ: უარი თქვან მოძველებულ იარაღზე და სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე ტექნიკის ახალი მოდელები მიიღონ. დღეს ბევრი ქვეყნის ფარდული სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება. კითხვა: თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია, რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დავამშვიდოთ“ აქ და ახლა?"- ამბობს პოდოლიაკი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)