|
2023-06-13 15:51:39, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ, შესაძლოა, მოლაპარაკებებზე პუტინის საბოლოო ფოკუსირება გამოიწვიოს
უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ, შესაძლოა, ორი რამ გააკეთოს - საკუთარი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან გააძლიეროს და შესაძლოა, გამოიწვიოს პუტინის საბოლოო ფოკუსირება მოლაპარაკებებზე, მის მიერვე დაწყებული ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. როგორც ბლინკენმა ვაშინგტონში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, კონტრშეტევა მშვიდობის დაახლოების და არა მისი გადავადების საშუალებაა. "ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის მაქსიმალურ გაზრდას უკრაინისადმი ახლა, რათა მან შეძლოს წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე. უკრაინას შეუძლია დროთა განმავლობაში ძლიერი შემაკავებელი და თავდაცვითი შესაძლებლობები შექმნას თავისი სამხედროებისთვის. თუ რუსეთი მომავალში შეეცდება მორიგი აგრესიის განხორციელებას, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავი ეფექტურად დაიცვას",- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)