|
2023-06-13 10:50:34, 809 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი - უნდა შევქმნათ ფინანსური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამმუშავებელი საწარმოების წახალისებას ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით
მეწარმეებისთვის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისა და პერსპექტივების გაცნობის მიზნით, სემინარი „ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში” გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სემინარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. „ჩვენ უნდა შევქმნათ ფინანსური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამმუშავებელი საწარმოების წახალისებას ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, რათა ეფექტიანად ამუშავდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. როცა ვსაუბრობთ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაზე, ამას სჭირდება მხარდაჭერა, შესაბამისი ფინანსური პლატფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტმა, მდგრადი საკონსულტაციო სერვისების დირექტორმა დარიუშ პრასეკმა დამსწრე საზოგადოებას ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, შესაძლებლობები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა გააცნო. დარიუშ პრასეკის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, ლიზე ვანვეიმელბეკემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით პროგრესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა. „საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ნამდვილად არის პროგრესი. უკვე შეფასდა ცირკულარობა, რაც უმნიშვნელოვანესია მაკროეკონომიკის დონეზე. გამოიკვეთა დარგები, სადაც ცირკულარობის მაღალი ხარისხი, ანუ ნარჩენგადამუშავების მეტი პოტენციალია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს. ასევე აუცილებელია გადამმუშავებელი საწარმოების მხარდაჭერა, რათა მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რეციკრირება. სწორედ ამისთვისაა საჭირო ახალი პლატფორმა. მოვუწოდებ ფინანსურ ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ამ პროცესს”, - ლიზე ვანვეიმელბეკემ. სემინარი „ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)