|
2023-06-13 09:32:46, 1878 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს. მისი თქმით, დაბომვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები, თუმცა საჰაერო თავდაცვამ 3 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლო. აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. "ტერორისტების მორიგი რაკეტა, რუსი მკვლელები აგრძელებენ ომს საცხოვრებელი კორპუსების, ჩვეულებრივი ქალაქების და ხალხის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. კრივოი-როგში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! ტერორისტებს არაფერს ვაპატიებთ, ისინი პასუხს აგებენ ყოველი რაკეტის გაშვებაზე",- წერს ზელენსკი. ამასთან, როგორც კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 7 ადამიანი იმყოფებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)