|
2023-06-11 11:52:56, 1651 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - 10 ივნისს, კონტრშეტევის დროს, უკრაინელებმა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში ლოკალურ წარმატებას მიაღწიეს
10 ივნისს უკრაინულმა ძალებმა ფრონტის სულ მცირე 10 რაიონში კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაატარეს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მოხსენებაში. ISW უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერზე, პოლკოვნიკ სერხი ჩერევატიზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის მიმართულებით 1 400 მეტრამდე დაწინაურდნენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე ეყრდნობა რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის წინსვლის შესახებ იტყობინებიან. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ჯარებმა განახორციელეს ლოკალიზებული თავდასხმები დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ნაწილში, განსაკუთრებით ველიკა ნოვოსილკას რაიონში. როგორც ISW წერს, 10 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში მიაღწიეს ლოკალურ წარმატებას ორიხივის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კონტრშეტევების დროს. ISW ასევე უთითებს, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების მტკიცებით, რუსული ძალები უკრაინის შეტევებისგან თავს წარმატებით იცავენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)