2023-06-09 17:04:20, 859 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება 7-8 ივლისიდან დაიწყება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, 7-8 ივლისს ბელარუსში შესაბამისი ობიექტების მომზადება დასრულდება, რის შემდგომაც ბირთვული იარაღის განთავსებითი ღონისძიებები დაიწყება.
"ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე, რაზეც შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ დავიწყებთ ღონისძიებებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განლაგებასთან. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი სტაბილურია", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 26 მაისს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,