|
2023-06-06 13:08:59, 1445 ნახვა
ომი უკრაინაში
ხალხის სასწრაფო ევაკუაცია და ხერსონის რეგიონის სასმელი წყლით უზრუნველყოფა - ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომა გამართა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომაზე, გუბერნატორებს, სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს დაავალა ევაკუაცია და ყველა ქალაქი და სოფელი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. - ამის შესახებ მან Telegram-ზე განაცხადა. „დავალებულია იყო ევაკუაცია მოეწყოს სარისკო უბნებიდან და სასმელი წყლით მიეწოდება ყველა ქალაქი და სოფელი, რომლებიც წყალს იღებდნენ კახოვკას წყალსაცავიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ხალხის გადასარჩენად ჩართულია ყველა სამსახური, სამხედრო, მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა, რათა რუსეთი პასუხისგებაში მისცეს ამ ტერაქტის გამო. მკაცრი პასუხისმგებლობა“, - დასძინა ზელენსკიმ. ამასთან ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: მუხლი. 438 (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა); მუხლი. 441 (ეკოციდი). უკრაინის მთავრობა აპირებს მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ამ მუხლების რუსეთის წინააღმდეგ აღძვრის შესახებაც. რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo ავრცელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ. იმ მასშტაბური ნგრევის გამო, რაც რუსებმა კახოვსკაია ჰესზე მიაყენეს, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანაა დატბორილ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)