|
2023-06-06 09:33:57, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით რუსი ტერორისტები მსოფლიოს ერთს უდასტურებენ - ისინი უნდა განიდევნონ უკრაინული მიწიდან
კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს მხოლოდ ერთს უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინული მიწიდან,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, "ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით, რაკეტებით და ვერც სხვა რამით". "კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს მხოლოდ ერთს უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინული მიწიდან. მათ ერთი მეტრიც არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება აღადგენს უსაფრთხოებას. და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)