22:38 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 23:08:35, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - პრეზიდენტ პუტინის შეჭრა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი იყო

პრეზიდენტ პუტინის შეჭრა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, აშშ მხარს დაუჭერს ნებისმიერ მცდელობებს, იქნება ეს ბრაზილიის, ჩინეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, თუ ისინი აშშ-ს დაეხმარებიან გზის პოვნაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რომელიც შეესაბამება გაერო-ს წესდების პრინციპებს.

„სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იცავდეს გაერო-ს წესდებას და ადასტურებს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს უკრაინის სრულ მონაწილეობას და თანხმობას. არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, პრაქტიკულად ყველა ზომით, პრეზიდენტ პუტინის შეჭრა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი იყო. კრემლი ხშირად ამტკიცებდა, რომ მას ჰყავდა მეორე ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში და ბევრს სჯეროდა ამის. დღეს ბევრი ხედავს რუსეთის არმიას, როგორც მეორე უძლიერეს უკრაინაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics