21:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 16:42:50, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო - მოსკოვთან მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი

მოსკოვთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ნიკოლენკომ აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტა იქამდე, სანამ რუსეთი თავის ჯარს უკრაინის ტერიტორიიდან არ გაიყვანს, იქნება უპირატესობა რუსეთისთვის, რომელსაც მიეცემა საშუალება, ჯარების გადაჯგუფების და აგრესიის ახალი ტალღის მომზადების. ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მუდმივი სარაკეტო დარტყმები და დრონებით იერიშები აშკარა მტკიცებულებაა, რომ მოსკოვი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა ომის გაგრძელებისა.

"ცეცხლის შეწყვეტა გამოიღებს სტატუსკვოს გაყინვას, რუსეთს გადაჯგუფების, ძალების მობილიზების შესაძლებლობას მისცემს და აგრესიის ახალ ტალღას გამოიწვევს. ეს დამტკიცებულია 2014-2022 წლების გამოცდილებით.

ამავე დროს, ჩვენ ვითვალისწინებთ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ მისთვის რთულია, იყოს ევროკავშირში ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს. იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მას სიტუაცია, მოვუწოდებთ უნგრეთის მთავრობის მეთაურს, დაიწყოს მოქმედება. მაგალითად, დაგმოს რუსეთის აგრესია, მოითხოვოს მოსკოვისგან ომის შეწყვეტა და რუსეთის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება, შეუერთდეს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის ზომებს, ძირი არ გამოუთხაროს ევროკავშირის ერთიანობას“, - განაცხადა ნიკოლენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics