|
2015-02-09 15:32:41, 628 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებებია
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს არჩევით საგნად სამოქალაქო განათლება დაემატა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ. ესენია : ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა. არჩევით საგნებს შორის არის : ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. აქვე აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება ეხება გეოგრაფიის გამოცდას, რომელიც 3 საათის ნაცვლად 2.30 სააათი გაგრძელდება. მაქსიმალური ქულა კი, 70–ის ნაცვლად, 60 იქნება. ამასთან, ისტორიის ტესტი 80–ის ნაცვლად 70 ქულიანი იქნება, თუმცა გამოცდის დრო არ შეიცვლება. უცხოური ენის გამოცდაზე მოსმენის ნაწილში მოცემული იქნება 10 დავალება ნაცვლად 8–ისა. გამოცდაზე 15–16 წუთი გამოყოფილი იქნება იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს მოცემული დავალება. 8–ე დავალება (გრამატიკა) შემცირდა და 14 საკითხის ნაცვლად იქნება 12. გარკვეული ცვლილებები შეტანილია ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაშიც. 2015 წელს აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში მიეწოდებათ ღია შეკითხვა, რომელზედაც პასუხი მოკლედ და ამომწურავად უნდა გასცენ. ამასთან, როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს კონკურსს. ადგილების რაოდენობაც გაიზარდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ყველა მათგანი შეივსება. „64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს კონკურსს. საკონკურსო ადგილების რაოდენობა 44 635 –მდე გაიზარდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანი შეივსება“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)