|
2023-05-31 14:55:08, 1732 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან წაეშალა
რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი და უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან წაეშალა,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე GLOBSEC-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლაიენის თქმით, უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლის შემოქმედი იყო. "გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვენ განიხილავდით ომის გამომწვევ მიზეზს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მსოფლიო. უკრაინელებმა მტკიცედ იციან თავისი ადგილი და უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იყო უკრაინისკენ ევროკავშირისკენ სვლის არქიტექტორი, ეს მათ არაერთხელ დაადასტურეს სიმამაცით და თავდადებით. ჩვენ ვერასდროს შევედრებით უკრაინელების თავდადებასა და სიმამაცეს",- განაცხადა ლაიენმა. მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის. "ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება და მისი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნება, მიიღოს ევროკავშირის ღირებულებები. ამით ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის",- დასძინა ლაიენმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუსიის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)