|
2023-05-31 13:20:40, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა
რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში გეგმა Bring Kids Back UA-ია ამუშავებული, რომელიც რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დასაბრუნებლად უკრაინის ხელისუფლების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოქმედებს. "ჩვენ გვსურს, ბავშვები უკრაინაში რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ, სანამ ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან. ეს არის ყველაზე მთავარი! ბავშვთა დაცვის ცენტრის გახსნისას, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთის დანაშაულებებს უკრაინელი ბავშვების მიმართ, გავეცანი Bring Kids Back UA-ს სამოქმედო გეგმას. უკრაინის მთავრობა, უცხოური მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები აერთიანებენ ძალებს უკრაინის ყველა ახალგაზრდა მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - 371 უკრაინელი ბავშვი სახლშია. ჩვენ გვინდა ყველას დაბრუნება და ალბათ, მთავარი მნიშვნელობა პროგრამის სახელშია: Bring Kids Back UA. გულწრფელად ვუსურვებ ყველა ბავშვის დაბრუნებას სახლში და მე სრულად ვუჭერ მხარს ამ პროგრამას. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას ამ გზაზე",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელი ბავშვების იძულებით გაყვანის 19 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)