|
2023-05-25 16:21:30, 1268 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია უმსხვილესი სავაჭრო კომპანიის LuLu Group International წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანიის „ლულუ გრუპ ინტერნეიშენალ“ (LuLu Group International) წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი და კომპანიის კუთვნილ სავაჭრო ქსელში განთავსების საკითხი განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული ქართული პროდუქტი LuLu Group-ის სავაჭრო ქსელის რამდენიმე ობიექტში უკვე იყიდება. „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, შესაბამისი სახელმწიფო პროექტების განხორციელებით, ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ადგილობრივი წარმოება, შემნახველი და გადამმუშავებელი სიმძლავრეები, რაც ასევე ზრდის ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის და მსოფლიოს მასშტაბით, ქართული პროდუქტების პოპულარიზაციის მიმართულებით. ამ მიზნით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქართული პროდუქცია ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ LuLu Group -ის სავაჭრო ქსელში პროდუქციის განთავსება, კარგი შესაძლებლობაა როგორც ჩვენი მეწარმეებისთვის გაზარდონ ექსპორტი, ასევე, ქართული ნაწარმის პოპულარიზაციისათვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მეწარმეთა მხარდაჭერის და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე LuLu Group International-ის დირექტორმა, სალიმ მუსალიამ აბუმ (Salim M.A) აღნიშნა, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია, შესაბამისად, კომპანიას სურვილი აქვს გაზარდოს საქართველოდან იმპორტი. „LuLu Group-ი ოპერირებს მსოფლიოს 23 ქვეყანაში (გალფის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ამერიკისა და ევროპის ქვეყნები), სადაც ფლობს საცალო ვაჭრობის ქსელს LuLu (248 ჰიპერმარკეტი და 24 სავაჭრო ცენტრი) და სადისტრიბუციო კომპანიებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 9 მილიარდი აშშ დოლარია. ჩვენ სურვილი გვაქვს, სავაჭრო ქსელში ქართული ხილი, ბოსტნეული, მშრალი ხილი, თხილეული, ცხვრის ხორცი და სხვა პროდუქცია იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა სალიმ მუსალიამ აბუმ და მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს მწარმოებლებს და მოლაპარაკება აწარმოოს სამომავლო თანამშრომლობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში ფიტო და ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა საერთაშორისო სტანდარტით ხდება. ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რომ წარმოებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და LuLu Group International-ის პარტნიორი ქართული კომპანიის „აგროლეინი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. LuLu Group International-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უმსხვილეს სავაჭრო კომპანიას წარმოადგენს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს საცალო ვაჭრობის, ჰიპერმარკეტების და სავაჭრო ცენტრების მართვის, პროდუქციის წარმოება-გადამუშავების, საბითუმო დისტრიბუციის, სასტუმრეობისა და უძრავი ქონების განვითარების მიმართულებებს. LuLu Group International-ში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 60 000-ს აღემატება.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)