19:52 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 09:00:00, 1442 ნახვა

ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში

მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში,- აღნიშნულის შესახებ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

პრიგოჟინის თქმით, უკრაინელები „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები" არიან.

„შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში.

სპეცოპერაციის დასაწყისში უკრაინას თუ ჰყავდა 500 ტანკი, ახლა მათ 5 000 ჰყავთ. ომი თუ იცოდა და შეეძლო 20 000 ადამიანს, ახლა ომის წარმოება 400 000-მა ადამიანმა იცის. და, ეს არის დემილიტარიზაცია? გამოდის, პირიქით, ჩვენ უკრაინის მილიტარიზაცია მოვახდინეთ. ვფიქრობ, უკრაინას დღეს უძლიერესი არმია ჰყავს. მათ ორგანიზაციის მაღალი უნარი აქვთ, მომზადების მაღალი უნარით გამოირჩევიან, დაზვერვა მაღალ დონზეა. მათ აქვთ სხვადასხვა შეიარაღება და მეტიც, ისინი მუშაობენ ნებისმიერ არსებულ სისტემაზე, იქნება ეს საბჭოთა თუ ნატო-ს სისტემა და ეს წარმატებით გამოსდით“,- განაცხადა პროგოჟინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics