18:18 - 30 Sep, 2026
|
2023-05-22 10:37:39, 1085 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვაში EU-ში ინტეგრაციისკენ მოწოდებებით მასობრივი აქცია გაიმართა - მოქალაქეებს სიტყვით მაია სანდუმ მიმართა [ვიდეო]
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მასობრივი აქცია გაიმართა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლების მხარდასაჭერად დედაქალაქში ათიათასობით მოლდოველი შეიკრიბა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ. მან რუსეთი ანტისამთავრობო პროტესტისა და პროპაგანდის გაღვივებით, მოლდოვის ევროინტეგრაციის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. „მოლდოველები ევროპელები არიან და შვიდ წელიწადში ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. ჩვენ, ამ ქვეყნის ხალხმა ახლა გადავწყვიტეთ, რომ მოლდოვამ თავი ასწიოს და ამაყად წავიდეს წინ ევროკავშირისკენ“,- თქვა სანდუმ. აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიმართა და აღნიშნა, რომ მოლდოვა ევროინტეგრაციისთვის მზად არის.
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)