|
2023-05-05 10:11:03, 1291 ნახვა
ეკონომიკა
ასპინძაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო ამოქმედდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა ფერმერმა გიორგი ჯვარიძემ, მცირე საწარმოს მოსაწყობად, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით ისარგებლა; პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსება 38,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 10,000 ლარია. „სახელმწიფოსთვის მესაქონლეობისა და რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, არაერთ მხარდამჭერ პროექტს ვახორციელებთ. შეღავათიანი აგროკრედიტით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, წელს, დაახლოებით, ხუთასამდე ბენეფიციარს დავუფინანსებთ პირველადი წარმოებას. აღნიშნული მიმართულებით მხარდაჭერას აქტიურად გავაგრძელებთ”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალ საწარმოში ყველის გადამუშავება ტრადიციული მეთოდით ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, რეგიონში წარმოების ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. გიორგი ჯვარიძის განცხადებით, ტენილი ყველის წარმოება რთული პროცესია; სახელმწიფოს ხელშეწყობით კი, მან შეძლო ისეთი საწარმოს მოწყობა, რომელიც ტენილი ყველის ტრადიციული მეთოდით მომზადებას სჭირდება. ფერმერი დღიურად 20 კილო ყველს აწარმოებს და მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. რძის გადამმუშავებელ მცირე საწარმოში, მინისტრთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 313 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა. ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)