|
2015-02-09 12:08:24, 1343 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, არა ვინ დანიშნავს მთავარ პროკურორს, არამედ როგორი იქნება ის
„მნიშვნელოვანია, არა ვინ დანიშნავს მთავარ პროკურორს, არამედ როგორი იქნება ის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ხმამაღალი თემებით ნუ გადავფარავთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავარი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, იზოლირებულად არც ერთი საკითხის განხილვა არ ღირს. „სწორია ის მიმართულება, რაც მთავრობამ აირჩია. შექმნა სამუშაო ჯგუფები, კომისიები. სწორია ის მიმართულება, რაც არასამთავრობო სექტორმა წამოიწყო – ასეთი კონფერენციები და განხილვები. იზოლირებულად არც ერთი საკითხის განხილვა არ ღირს. ყველას გთხოვთ და გირჩევთ, ასეთი ხმამაღალი თემებით ნუ გადავფარავთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. ვინ დანიშნავს მთავარ პროკურორს,ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეს პროკურორი. მოდელები ბევრია კონსტიტუციის ჩარჩოებში, კონსტიტუციის მიღმა და ამაზე მსჯელობა იქნება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)