|
2023-04-24 23:17:07, 2333 ნახვა
სხვადასხვა
სად შეიძლება იყიდოთ ორიგინალური ბეჭედი განსაკუთრებული თარიღებისთვის ხელმისაწვდომ ფასად?
ბეჭედი ის სამკაული არ არის, რომელიც შეიძლება მხოლოდ ტანსაცმელს მოარგო და ამით შემოიფარგლო. მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ხშირად სასიყვარულო ისტორიის მატარებელია და ადამიანებში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. სამკაულებისა და საათების მაღაზია Time წარმოგიდგენთ ოქროს და ვერცხლის ბეჭდებს ძვირფასი ქვებითა და უმაღლესი ხარისხით. სწორედ თაიმში შეგიძლიათ შეარჩიოთ დახვეწილი დიზაინის ბეჭდები ყველანაირი სტილის მქონე ადამიანისთვის. თუ თქვენთვის ფერები და მათი შეხამება მნიშვნელოვანია Les Georgettes ბეჭდებსა და ზოგადად მათ მიერ წარმოებულ სამკაულებზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. რატომ? Les Georgettes-ს ინოვაციური კონცეფცია საშუალებას გაძლევთ მარტივად შეცვალოთ თქვენი სამკაულების ფერი და შეუსაბამოთ ის ნებისმიერ ტანსაცმელს, ხელბარგს ან თქვენს განწყობას. სამაჯური ორმხრივი ტყავით 3 სხვადასხვა სამკაულის ტარების შესაძლებლობას იძლევა, რაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ითამაშოთ ფერებით და გამოიყურებოდეთ მუდმივად მოდურად. იგივე კონცეფცია ეხება ბეჭდებსაც, რომელთა ზომაც მარტივად რეგულირდება. მათი მრავალფეროვნებისა და დახვეწილობის გამო ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი სწორედ Les Essentielles-ს ბეჭდების კოლექციაა. Les Georgettes ბეჭდები და სამაჯურები საფრანგეთში იქმნება, მზადდება ვერცხლის, ყვითელი ან ვარდისფერი ოქროს დაფარვით. Time -ის მაღაზიათა ქსელში ასევე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ Les Georgettes-ს უნიკალური საყურეები, რომლებიც იდეალური საჩუქარია იმ ქალბატონისთვის, ვისაც უყვარს მოდა და მრავალფეროვნება. თუ ვერცხლი თქვენი გამორჩეული სიყვარულია მაშინ - TI SENTO -ს უმაღლესი სინჯის ვერცხლის სამკაულები ასევე იდეალური ვარიანტია თქვენთვის. პანდორა ამ სახელის ხსენებაზეც კი ქალები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან, რადგან ესაა ბრენდი, რომელიც აწარმოებს საოცარ სამკაულებს ხელმისაწვდომ ფასად. პანდორა იძლევა საშუალებას იყოთ გამორჩეული, გამოხატოთ თქვენი ინდივიდუალიზმი და ამაში არ გადაიხადოთ ძალიან ძვირი. მართალია, ბრენდი პირველად ცნობილი მისი დასამახსოვრებელი სამაჯურებით გახდა, მაგრამ დღეს ბეჭდების კოლექციასაც წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. PANDORA- ს მთავარი მისიაა, ქალბატონებს შესთავაზოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის ხელნაკეთი სამკაულების ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ მისიას წარმატებით ასრულებს. ყოველდღიური, სადღესასწაულო, სადა თუ ძვირფასი ქვებით გაწყობილი ბეჭდები ნაზი და ორიგინალური დიზაინით ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად აქცევს. ბეჭდები Time-ზე საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ხარისხი მაღალი და დიზაინი კი დახვეწილია. სწორედ ამიტომ, როცა გაგიჩნდებათ სურვილი ატაროთ გამორჩეული სამკაული უნდა ეწვიოთ Time-ს ფიზიკურ ან ონლაინ მაღაზიას. შეიძინოთ დაუვიწყარი სამკაული უნაღდო ანგარიშსწორებით ან განვადებით და იყოთ მუდმივად გამორჩეული.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)