|
2023-04-23 11:07:06, 2153 ნახვა
სამხედრო
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ცდილობს 400 ათასი მოხალისის ჯარში მოზიდვას, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა
კრემლი ცდილობს ჯარში მოხალისეების მოზიდვის კამპანია ჩაატაროს, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს. პუტინის რეჟიმს სურს შეკრიბოს 400 ათასი მოხალისე უკრაინაში გასაგზავნად, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი, მოსკოვს აღნიშნული ინიციატივა ჩაუვარდა. სპეციალური სამსახურის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აქტიური პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო ტელევიზიით, სოციალურ ქსელებში და გარე კამპანიის დახმარებით. ეს მასალები მიმართავს პოტენციური მოხალისეების „მამაკაცურ სიამაყეს“. ჯარში მოხალისეთა მოწვეევის აქტიური კამპანიის დასტურია, თავდაცვის სამინისტროს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება. მასში ნაჩვენებია რუსი მამაკაცები, რომლებიც ფრონტზე წასვლის ნაცვლად მუშაობენ მაღაზიებში დაცვის თანამშრომლად, ტაქსის მძღოლად ან ფიტნეს ინსტრუქტორად. ვიდეო მთავრდება წარწერით "კაცი ხარ?. იყავი კაცი" სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფონზე ავტომატებით და სახელოზე ასო Z აწერია. მას შემდეგ, რაც სამხედრო გაერთიანება "ვაგნერმა" დაასრულა პატიმრების რეკრუტირების კამპანია, კერძო სამხედრო კომპანია ასევე იძულებულია კონკურენცია გაუწიოს ოფიციალურ ჯარს სამხედრო სამსახურისთვის შესაფერისი ასაკის მამაკაცების შეზღუდული რაოდენობით- წერს ბრიტანული დაზვერვა. ”ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ [სარეკლამო] კამპანია დაეხმარება თავდაცვის სამინისტროს განხილული მიზნის მიღწევას, 400,000 მოხალისის მოზიდვას”, - თქვა ბრიტანულმა დაზვერვამ. მისი აზრით, „ხელისუფლება თითქმის უეჭველად ცდილობს შეაფერხოს ახალი ღია მობილიზაცია რაც შეიძლება დიდხანს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს საპროტესტო განწყობა“.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)