2023-04-20 17:15:28, 838 ნახვა
Lifestyle
საკულტო ჯგუფი Imagine Dragons თბილისში კონცერტს გამართავს
![]() შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena საკულტო ჯგუფი Imagine Dragons კონცერტს გამართავს. Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო. Imagine Dragons —არის ამერიკული ინდი-ჯგუფი, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან წამყვანი ვოკალისტი დენ რეინოლდსი, ბასისტი ბენ მაკკი, გიტარისტი უეინ სერმონი და დრამერი დენ პლატცმენი. დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა ბილბორდმა ჯგუფი "2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად" და "2017 წლის ყველაზე დიდ ბენდად" დაასახელა. როლინგ სტოუნმა კი მათი ჰიტი „Radioactive“, რომელიც რეკორდს ფლობს Billboard Hot 100-ში ყველაზე ბევრი კვირით ყოფნისთვის, უდიდეს როკ-ჰიტად მონათლა. Imagine Dragons-ს მოგებული აქვს სამი ამერიკული მუსიკალური ჯილდო, ცხრა ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, ერთი გრემის ჯილდო, ერთი MTV-ს ვიდეო-მუსიკალური ჯილდო და ერთიც მსოფლიოს მუსიკალური ჯილდო. 2014 წლის მაისში ჯგუფი ნომინირებული იყო ბილბორდის თოთხმეტ მუსიკალურ ჯილდოზე, მათ შორის წლის საუკეთესო არტისტის და მაილსტოუნის ჯილდოზე, რომელიც არტისტს გადაეცემა ინოვაციურობისა და შემოქმედობითობის აღსანიშნავად სხვადასხვა ჟანრში. 2018 წლის აპრილში კი ჯგუფმა თერთმეტი ნომინაცია მოიპოვა ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებიდან. ჯგუფს გაყიდული აქვს 20 მილიონი ალბომი და 35 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გვარამია - მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს... მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო
სომხეთის განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან 70,5 ათასი ადამიანი მიიღეს
ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
ვარჰეი - რამდენიმე კვირაში გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს წარვადგენთ
|
ომი უკრაინაში![]() ნატო უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს
![]() ზელენსკი - უკრაინა და ნატო უკვე დე ფაქტო მოკავშირეები არიან, გაწევრიანება დროის საკითხია
![]() ლავროვი - მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|