02:32 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 14:10:17, 1493 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განვახორციელეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება. კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი.

„მოგეხსენებათ, თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და ექსპორტის 70 %  ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ქვეყანაში მცხოვრები ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო; სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს - ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 - 3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენ შევძელით, სულ რაღაც 4 თვეში,   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია  თხილის კადასტრში. დღეის მდგომარეობით, ფერმერების 90 %-ზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics