|
2015-02-09 10:13:38, 1399 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: ამ ბოლო დროს პროკურატურა გამოსწორდა
„ამ ბოლო დროს მართალია, გამოსწორდა პროკურატურაში არსებული ვითარება, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი იმართება. "პროკურატურა ფაქტობრივად უკონტროლო ორგანოდ იქცა, ამან კი მთელი რიგი პრობლემა გამოიწვია. ამ ბოლო დროს მართალია, გამოსწორდა პროკურატურაში არსებული ვითარება, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არსებობს. სწორედ ამიტომ საჭიროა იმდაგვარი რეფორმა, რომელიც ანგარიშვალდებულად აქცევს უწყებას, მათ შორის პარლამენტის წინაშე, როცა შესაძლებელი იქნება, პროკურატურის საქმიანობაზე განხორციელდეს კონტროლი, რაც არანაირად არ უნდა ნიშნავდეს მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)