|
2015-02-08 20:47:01, 1360 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უნგრელი კოლეგის ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ლასლო კოვერს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო თანამშრომლობის ოქმს მოაწერენ ხელს. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, უნგრეთს 10 თებერვალს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)