2023-04-07 09:07:00, 865 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა.
როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, ბორელის ვიზიტი ჩინეთში 13-დან 15 აპრილამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდნენ.
ლიდერებმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, უკრაინაში ომის დასასრულებლად, რუსეთზე საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდეს.
ჩინეთში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სახალხო რესპუბლიკას მშვიდობის დამყარებაში მთავარი როლი აქვს. მისივე განცხადებით, საფრანგეთი და ჩინეთი მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,