|
2023-04-06 19:25:04, 3697 ნახვა
კომენტარი
გვარამია - სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე მეგობრული ნაბიჯია
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატიაში და ყველაზე მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, გუშინდელმა დღემ ცხადი გახადა, რომ საქართველოს ვერ ეყოლება იმგვარი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად დემოკრატიის მშენებლობას და განმტკიცებას არ აღიარებს. "სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატიაში და ყველაზე მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რაც კი შესაძლებელია. თავისი მასშტაბით და პოზიტიური ეფექტით აღემატება ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას თუ სხვა სახის მხარდაჭერას. ასე მუშაობს ლიბერალური დემოკრატია! დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტ ბაიდენს და სახელმწიფო მდივან ბლინკენს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ელჩი დეგნანის გადაწყვეტილება, გუშინდელი ისტორიული მოვლენის მომდევნო დღესვე ინტერვიუ მიეცა მთავარი არხისთვის. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ამ გზავნილის შინაარსი. გასაგებია და ძალიან ვაფასებთ. დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩ დეგნანს. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ არა კონკრეტულად ამ საკითხში, არამედ გლობალურად ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა რომ არ დაბრუნებულიყო მსოფლიოს დღის წესრიგში, ამგვარი რევოლუციური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო დაიგვიანებდა. სწორედ ამ რაკურსით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ამ რევოლუციური საკაცობრიო ცვლილებების ავტორს - გმირ უკრაინელ ხალხს და გმირ პრეზიდენტ ზელენსკის. გუშინდელმა დღემ ცხადი გახადა, რომ ამ ქვეყანას ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ ეყოლება იმგვარი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად დემოკრატიის მშენებლობას და განმტკიცებას არ აღიარებს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ხალხს ამ მიმართულებით სვლაში, და მხოლოდ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული, დემოკრატიის წინაშე ვალდებულებით შეზღუდული, თავისუფალი და პატრიოტი პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერების წინამძღოლობით. p.s. საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი სახელმწიფო დეპარტამენტს და ლევან მურუსიძის გამოსვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იდენტური გზავნილების შემცველია: “„საქართველოს აშშ ართმევს სუვერენიტეტს და სურს სასამართლო ხელისუფლების მიტაცება”. ეს პროპაგანდისტული გზავნილი არის უკიდურესად სახიფათო. ეს არის პირდაპირი და უმოკლესი გზა რუსეთისკენ. ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატია. სისტემა უნდა დაინგრეს! საქართველო უნდა გათავისუფლდეს! ნიკა #212 - ე საკნიდან", - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)