|
2015-02-08 18:57:18, 1346 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა
მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ აშრაფ ღანი აჰმაძაისთან. მხარეებმა საქართველო-ავღანეთის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. ავღანურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) მისიაში საქართველოს მონაწილეობა და უსაფრთხოების საქმეში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს ჩართულობას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, გაუზიაროს ავღანეთის მთავრობას საქართველოს გამოცდილება რეფორმების კუთხით. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო რეგონული უსაფრთოხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)