|
2023-04-05 12:19:09, 813 ნახვა
მსოფლიო
ბილ კლინტონი ნანობს, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის დათმობა აიძულა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1994 წელს უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნა ბირთვული იარაღის დათმობაზე. - ამის შესახებ, კლინტონმა ამერიკულ მედიას განუცხადა. ”მე ვგრძნობ პირადად პასუხისმგებლობას, რადგან მე უკრაინელებს ვაიძულებდი თავისი ბირთვული იარაღი დაეთმოთ. არცერთ ჩვენთაგანს არ გვჯეროდა, რომ რუსეთი გამოიყენებდა ამ ხრიკს, დღეს უკრაინა უფრო დაცული იქნებოდა თუკი ქვეყანას კვლავ ექნებოდა თავისი იარაღი."- განაცხადა აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე მიერთებით უკრაინამ დათმო ატომური იარაღის მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალი. რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან. ეს იარაღი მის ტერიტორიაზე სსრკ-ის დაშლის შემდეგ დარჩა. სანაცვლოდ, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ მისი სუვერენიტეტის გარანტები. თუმცა, ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინაში გაძლიერდა მოსაზრება, რომ ატომური იარაღის დათმობა შეცდომა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მოკავშირეები მიიჩნევდნენ, რომ ევროპის სტაბილურობისთვის აუცილებელი იყო, რუსეთი საბჭოთა კავშირის ერთადერთი ბირთვული მემკვიდრე გამხდარიყო. არსებობდა განსხვავებული პოზიციაც, რომლის მიხედვით, ბირთვული უკრაინა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის შესანარჩუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)